წყალმომარაგების შეზღუდვა

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

1-ელ აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. GWP-ს ცნობით, მიზეზი კვლავ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებითი სამუშაოებია, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია ბლექ სი გრუპი ასრულებს. 

"დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 1-ელ აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილი, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში - აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

დიდ დიღომში - ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს და ბენდუქიძის დასახლებას. ქოშიგორის დასახლებაში - ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში - კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს. ზაჰესში - გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს". – აცხადებს კომპანია.

კომენტარები