პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: მოლაპარაკება, სამწუხაროდ, ვერ შედგა, უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია

სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ვერ შედგა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია. მაგალითად, თავის მოტყუება, რომ პოლიტიკური დევნა კი არის, მაგრამ ეხლა ორივეს ხომ ვერ გამოუშვებს. დევნა კი არის, მაგრამ ცოტა წავიდეთ კომპრომისზე და ცოტა დევნა იყოს და ბევრი არა. ერთი გამოუშვას და მეორე არა. ანუ დევნა იყოს ოღონდ ცოტა. ანუ თქვენ რომ ხვალ უსამართლოდ დაგიჭირონ, შეიძლება ცოტა კატეგორიაში მოხვდეთ და იჯექით. ეგ არის ვაჭრობა და პოლიტიკური თამაში.

რაც შეეხება არჩევნებს. ვთქვათ ვერ ვთანხმდებით, რა მასშტაბით გაყალბდა (რომ გაყალბდა არავინ უარყოფს). დავანებოთ ამას თავი. ქვეყანაში კრიზისი არის თუ არა? ვინმე იტყვის, არაო? აი, თქვენს თავთან, ტვში არა, თქვენთვის რომ ფიქრობთ, არის კრიზისი თუ არა? ყველა ნორმალურ ქვეყანაში კრიზისის აღქმა არის საფუძველი არჩევნებზე ლაპარაკის.

ამ ორ საკითხს თუ არ გავეცით პასუხი, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ 5 წელიწადში პროკურორის არჩევის წესის გამო უნდა ვთქვათ, რომ კრიზისი გადავლახეთ? თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე რომ დაინიშნება ოპოზიციიდან, ამით მოვიტყუოთ თავი?

ამით არაფერი არ მთავრდება, გამძლეობის ჭიდილია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და გავაგრძელოთ შიგნით და გარეთ მუშაობა. მუშაობა მარტო ტელევიზიით არ გამოვა. უნდა გავიშალოთ და ვილაპარაკოთ ყველამ, ვილაპარაკოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვიმოქმედოთ.

სინამდვილეში ძალიან ბევრნი ვართ, უბრალოდ გვყოფენ და გვაჩხუბებენ. ბევრად მეტნი ვართ!

წერს პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 

კომენტარები