პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: არ დაუჯეროთ არაფერს, რაც ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, მეტწილად ტყუილი იყო

არ დაუჯეროთ არაფერს, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თქვეს, ტყუილი იყო მეტწილად რაც ისაუბრეს. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იგივე სცენარით, რაც წინა მოლაპარაკებების პროცესი წარიმართა, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა ხელახალ არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას. ამის გარდა, იყო სამი საკითხი, რომელზეც ქართული ოცნება არ თანხმდებოდა. პრაქტიკულად, ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რაზეც ქართული ოცნება იტყოდა, რომ ამაზე ჩვენც ვაწერთ ხელს... სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება. ცხადია, მთელი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე...

ამის შესახებ გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თითქმის 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარდა. საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 

კომენტარები