პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: რურუაზე არ იყო ის გადაწყვეტილება, რაც სრულად პასუხობს პრობლემის გადაჭრას

ჩვენ აქ ყოფნით მივაღწიეთ იმას, რომ გამოკვეთილია სამი პუნქტი. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დეპოლიტიზაციისკენ გადადგმა ნაბიჯების, ეს არის საარჩევნო რეფორმა, ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპი. ამას მივაღწიეთ, რომ მედიატორის მიერ წარმოდგენილი წინადადებით ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენ ამ პუნქტებს ვეთანხმებით. რაც შეეხება საკითხებს დაკავშირებულს პოლიტპატიმრებთან, მელიასთან მიმართ იქნა შემოთავაზებული გადაწყვეტილება, მაგრამ რურუასთან მიმართებით არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობს ამ პრობლემის გადაჭრას, ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ თემას, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ წარმოგვიდგინეს წინა შეხვედრაზე მედიატორებმა მექანიზმი, რომელიც იქნა საერთოდ უარყოფილი ქართული ოცნების მიერ. ეს მექანიზმი არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ ამ მექანიზმთან დაკავშირებით მზად ვიყავით, გაგვეგრძელებინა მუშაობა. სამწუხაროდ, ქართული ოცნების სრულიად დესტრუქციული პოზიციის გამო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იძულებული გახდა მედიატორი, რომ ეს გრაფა დაეტოვებინა ცარიელი. წინა დოკუმენტში, შეგახსენებთ, იქნა წარმოდგენილი მექანიზმი, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მედიატორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისათვის, რომ ეს დარჩენილი ორი საკითხი მოგვარდეს. თუმცა, ამისთვის ქართული ოცნების მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმიტომ, რომ სხვაგვარად ჩვენ ვერ განვმუხტავთ ამ კრიზისს...

ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თითქმის 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარდა. საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 

კომენტარები