პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: პატიმრების გათავისუფლების და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა უნდა დავინახოთ

მე იმედი მაქვს, რომ მედიატორებისგან იქნება ისეთი წინადადება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის. ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს, ხუთივე საკითხი, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ.

ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იმისათვის, რომ შედგეს შეთანხმება, ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, სტრატეგია აღმაშენებელის გუნდს დიდი ხანი უკვე გადაწყვეტილი ექნებოდა ყველაფერი....

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე. 

კომენტარები