ლარის კურსი

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3.47 ლარი ღირს, 1 ევრო - 4.09 ლარი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის 29 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური კურსი 3.3846 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.9840 ლარი, თუმცა, კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების კურსის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდება. ოფიციალური მონაცემები 17:00-ზე უნდა გამოქვეყნდეს.

ახლა კი კომერციულ ბანკებში 1 დოლარის შეძენა 3.47 ლარად შეგიძლიათ, ხოლო 1 ევროსი - 4.09 ლარად. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, 2021 წელს სავალუტო რეზერვიდან უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო 2020 წელს - 873 მილიონი დოლარი.

კომენტარები