პოლიტიკური კრიზისი

ქადაგიშვილი: ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული ობსტრუქციაზე და დესტრუქციაზე

ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული ობსტრუქციაზე და დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, მე ამ ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ვიღაც ხელს არ მოაწერს და ვიმეორებ, სურვილი მაქვს, რომ ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ არ გადმოიხრება და ეს მათი განცხადებებიდან იკითხება საკმაოდ კარგად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვისაც რეალურად აქვს ხედვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე. პარტიებთან სათითაოდ შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ 30 მარტს პარტიებს გადაეცემათ მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი. 

კომენტარები