თეა წულუკიანი

წულუკიანი: უნდა დავაფინანსოთ ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს

სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომელიც ერთი მხრივ საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს და მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, მათ უნერგავს თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო და ამ ახალგაზრდა თაობებში ცალკე კიდევ უნდა ალბათ ყურადღებამისაქცევ ჯგუფად გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა, იმისთვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათი მშობლიური ადგილი არის აფხაზეთი იქნება, ვთქვათ, თუ ცხინვალი. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან...

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამის შესახებ იმედის დილაში ისაუბრა. 

კომენტარები