პოლიტიკური კრიზისი

რიში: როცა მთავრობაში ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ყველაფერი მწყობრში იყოს

როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა. 

ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, წადით წინ,  თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის,  გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება...

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სენატორმა ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

კომენტარები