პოლიტიკური კრიზისი

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ მხარეებს, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები

europarl.europa.eu

ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი აარიდონ ისედაც მწვავე კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადაჭრისთვის და თავი აარიდონ კიდევ უფრო გამწვავებას ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატისა. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული თუ ევროატლანტიკური მისწრაფებები ღირს ამ ძალისხმევად.

ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მიმდინარე მცდელობებს შუამდგომლობისა, რომელსაც კრისტიან დანიელსონი უძღვება, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები, მათი მოთხოვნები დააყენონ დებატის ცენტრში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკურ კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და იპოვის არსებული კრიზისის გადაჭრის გზას". – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მზაობას გამოხატავენ საქართველოს დასახმარებლად. განცხადების თანახმად, არსებითი პროგრესი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით.

"ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს არჩეულ გზას უფრო ღრმა ურთიერთობისკენ ევროკავშირთან. ჩვენ უზრუნველვყავით მდგრადი პოლიტიკური თანადგომა ქვეყნისთვის, რათა გააგრძელოს არჩეულ გზაზე სვლა. თუმცა, არსებითი პროგრესი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები ზედმიწევნით შეასრულებენ თავიანთ როლს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც პარტიები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სრული სპექტრი ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების". – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:

  • დევიდ მაკალისტერი
  • მარინა კალიურანდი
  • ანდრიუს კუბილიუსი
  • ვიოლა ფონ კრამონი
  • სვენ მიქსერი
  • მიხაელ გალერი
  • პეტრას აუშტრევიჩიუსი

კომენტარები