ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ალექსეი ნავალნი და ივან ჟდანოვი

ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის მამის, იური ჟდანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ივან ჟდანოვი თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

ჟდანოვის თანახმად, მამამისს ბრალს სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბებაში სდებენ.

"მამა ჩრდილოეთში მუშაობდა, ნენეცკის ოლქში, ისკატელის დასახლებაში, თავიდან იყო [დასახლების ადმინისტრაციის] თავმჯდომარის მოადგილე, ბოლო წლებში მუშაობდა რაღაც დაბალ თანამდებობაზე და უკვე გასული წლის ზაფხულის შემდეგ - პენსიაზე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საცხოვრებელი კომისიის წევრობისას დასახლების [ადმინისტრაციის] თავმჯდომარეს ურჩია, სოციალური პროგრამის ფარგლებში ქალისთვის ბინა გამოეყოთ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახმა უნდა უკვე მიიღო საცხოვრებლისთვის სუბსიდია. შეთანხმება გაწყდა და ბინა ადმინისტრაციამ სასამართლოთი დაიბრუნა". – წერს ჟდანოვი.

ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა 66 წლის მამის წინააღმდეგ აღძრული საქმეს "პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიმდაბლისა და უღირსობის სრულიად ახალი დონე" უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება მომხდარიყო.

"არ არსებობს რაიმე ეჭვი, რომ ეს საქმე ჩემთან და რასაც ვაკეთებ იმასთან არ არის დაკავშირებული". – წერს ჟდანოვი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული ფონდის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციის გამოვლენაზე მუშაობს. ფონდმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა თავისი გამოძიებების გამო ფონდის წევრების დევნაში. ფონდის გამოძიებებს შორის ყველაზე გახმაურებული პუტინის სასახლეზე მომზადებული სიუჟეტია, რომელმაც YouTube-ზე ამ დროისთვის 115 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები