პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია, პოლიტპატიმრები არ არსებობენ

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ ჩვენ. ამაზე მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, აშშ-ს განცხადებები. ოდირის, ეუთოს დასკვნები. მოგვილოცა ყველამ, რა არჩევნებზე მელაპარაკებით?! 

ჩვენი დიალოგი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია დესტრუქციას ადგილი. ჩვენ მზად ვართ, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული. პოლიტპატიმრები არ არსებობენ ქვეყანაში. პოლიტპატიმრები იყვნენ სააკაშვილის დროს...

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა. კომენტარის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. დანიელსონის მედიაციით 29 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდება. 

კომენტარები