პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ერთობლივ წერილზე: პოზიციების ამ მომენტში, ამ ფორმით გასაჯაროების საჭიროებას ვხედავთ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერიგიგა ბოკერი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე ამბობს, რომ ყველა, ვინც მასზე ხელს აწერს, პოზიციების ამ ფორმით გასაჯაროების საჭიროებას ხედავს.

"ჩვენ ყველანი ერთმანეთთან კომუნიკაციაში ვართ და ისინი, ვინც ხელს აწერს ამ პოზიციის ამ მომენტში, ამ ფორმით გასაჯაროების საჭიროებას ხედავენ, ვინც არ აწერს, მათ უნდა ჰკითხოთ მოტივაცია, ამ მომენტისთვის ეს ვითარებაა, მე მხოლოდ მივესალმები თუ შემოუერთდებიან საჯაროდ გამოქვეყნებულ პოზიციას." - ამბობს გიგა ბოკერია

ბოკერიას თქმით, საჭიროა სიცხადის შემოტანა, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ოპოზიცია არის პრინციპული მხოლოდ ისეთ საკითხებში, რომელთა გადაჭრის გარეშეც კრიზისი ვერ განიმუხტება.

"ჩვენ ვართ მოქნილი, ერთის მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესია ამ კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ ვართ პრინციპულები ისეთ საკითხებში, რომელთა გადაჭრის გარეშეც კრიზისი ვერ განიმუხტება". - ამბობს გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას მიხედვით, მხოლოდ გაყალბების ფაქტიც საკმარისია ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა დღეს ამას ემატება სხვა  არგუმენტებიც, განსაკუთრებით გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ პოზიციას. 

"ერთმანეთს ემატება არგუმენტები, ის, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა უმრავლესობის ნებას და ისე ჩატარდა,როგორც განცხადებაშია მოცემული, ეს საკმარისია სრულიად, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად იყოს ჩათვლილი და ახალი არჩევნები ჩატარდეს. მაგრამ ამას როცა ემატება ისიც, რომ ივანიშვილი, რომელიც იყო ცენტრალური ფიგურა, იმ მომენტისთვის - პარტიის თავმჯდომარე, ფორმალურად მაინც წავიდა და რეალურადაც გაიწია ამ მომენტისთვის, ხოლო მეორე და საარჩევნო კამპანიის კუთხით, შეიძლება ითქვას,  პირველი ფიგურა, პრემიერმინისტრი გახარია, რომლის პროგრამაც იდო იქ და, რომელიც პრემიერმინისტრობის განდიდატი იყო, წავიდა და წავიდა ასე სკანდალურად. ევროპული სტანდარტითაც კი ეს ბოლო კომპნენტიც საკმარისია, რომ ვადამდელი საკითხიც იდგეს. ეს ორი რამ როცა ემატება, კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტი ხდება". - ამბობს გიგა ბოკერია

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების  თვითმმართველობისთვის მიბმას, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს ორი სრულიად სხვაგვარი არჩევნებია და კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან.

"ნებისმიერ ადგილას მცხოვრები ადამიანი, სოფელი თუ ქალაქი, თვითმმართველობის არჩევნებზე ირჩევს იმ  გუნდს, რომელიც, მისი აზრით, თვითმმართველობის საკითხებს მოაგვარებს მისთვის კარგად. შეიძლება იყვენენ ადამიანები, მე ვიცნობ ერთს, რომელსაც მოსწონს კალაძე, სამწუხაროდ, ის კარგი ადამიანია და გული მტკივა, რომ ის ასე ცდება, მაგრამ ეს მისი უფლებაა, მას მოსწონს კალაძე და მისი გუნდი, არვიცი, რატომ, ვერ მიხსნის, მაგრამ თვლის, რომ ეს არჩევნები იყო პრობლემა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის  ახალი არჩევნების ჩატარება". - ამბობს გიგა ბოკერია


ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა. 

კომენტარები