პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია: ზოგი ჩვენგანი მხარს პირდაპირ ვადამდელს უჭერს, ზოგი პლებისციტს ემხრობა

ტაბულა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ერთადერთი გზა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი პლებისციტის ჩატარებას დაუჭირა მხარი. 

"ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი". – ნათქვამია განცხადებაში. 

ოპოზიციის ცნობით, მმართველი პარტია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას სთავაზობენ. ოპოზიციის პოზიციით, თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელის დანიშვნის ტესტად არ გამოდგება. 

  • ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები