კორონავირუსი საქართველოში

გასულ კვირას COVID-19 სკოლის თანამშრომლების 0.1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია.

"მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2%-მა აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები