კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური: N5 ქალთა დაწესებულებაში 2 ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტეციური სამსახურის ინფორმაციით, 25 მარტს N5 ქალთა დაწესებულებაში 2 ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

"ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ". – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 307 პირი. ჩატარდა 29 341 ტესტი.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  279 446 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა  271 585 პაციენტი. გარდაიცვალა 3 738 ადამიანი. 

კომენტარები