გურჯაანი

შსს: გურჯაანში ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, ადგილზე გარდაიცვალა ერთი, დაიჭრა სამი პირი

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში, სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირმა ავტომობილის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა.

უწყბის ცნობით, მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი [1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ.] სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატურიცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები