რუსთავი 2

"ამ არხზე სინათლეს ვეღარ ვხედავ" – მაია ასათიანმა რუსთავი 2 დატოვა (Video)

მაია ასათიანმა რუსთავი 2 დატოვა. გადაცემა პროფილი 25 მარტს, 22:00 საათზე, ბოლოჯერ გავიდა ეთერში.

"მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო პროფილია". - ამბობს მაია ასათიანი.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, "პროფილის შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია". სალიას მტკიცებით, პროფილი არ დახურულა არხის მენეჯმენტის ინიციატივით.

"ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - შორენას ეფექტი" - აცხადებს სალია.

რუსთავი  ორი 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს. ნაწილი კი, კვლავ რუსთავი 2-ზე დარჩა.

5 მარტს ტელეკომპანიაშ რეორგანიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2 და Prime Time მედიაჰოლდინგად ყალიბდება. 

კომენტარები