სამაშველო ოპერაცია ქვახვრელში

კუნძულზე ჩარჩენილი 6-ვე მწყემსი გამოიყვანეს – ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. 24 მარტს, უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული, კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიხედვით, ადგილზე მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას გამოყვანა, თუმცა წყლის დონის მომატების გამო ტერიტორიიდან საქონლის გამოყვანა ვერ ხერდებოდა, რის გამოც, ორმა მწყემსმა კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მწყემსებისთვის ღამის გასათევი მოაწყო, ხოლო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეხანძრე-მაშველებიც ადგილზე დარჩნენ.

დღეს, 25 მარტს მაშველებმა კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

კომენტარები