პოლიტიკური კრიზისი

კაპანაძე ღარიბაშვილზე: კუნთების ჩვენება და მუქარა, საბოლოოდ ქართულ ოცნებასაც გადაჩეხავს

ძნელია, რამე უპასუხო ბატონ ღარიბაშვილს, მაგრამ ნაცვლად ნოტაციების კითხვის და რაღაც უაზრო კითხვების დასმისა, თუ სად გვინახავს აქციის წინასწარ დაანონსება, აქ გვინახავს ძალიან ბევრჯერ, მათ შორის ყველა დროში ყველა ოპოზიციის მიერ.

თუმცა, მას ეხლა რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რისი პასუხისმგებლობაც აქვს და თუ ოდნავ მაინც აქვს რაღაც დისკრეცია უფლებამოსილების, რომ გააკეთოს, არის ის რომ ამ მოლაპარაკებებზე ქართული ოცნება მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი.

ეს დამოკიდებულება, რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრების, საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს, მათ შორის ქართულ ოცნებასაც.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება.  ღარიბაშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე მათი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ამის არგუმენტად კი პრემიერი ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციას ასახელებს.

კომენტარები