ოლიმპიადა

იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყო [VIDEO]

13 წლის მომომი კოდამა ქალაქ ფუკუშიმადან ოლიმპიური ჩირაღდანით ხელში
Philip Fong / AFP

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში 25 მარტს დაიწყო. ოლიმპიური ჩირაღდანი ქვეყნის 47-ვე პრეფექტურას გაივლის. გარბენა 121 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს.

ესტაფეტა პანდემიის გამო შეზღუდვებით მიმდინარეობს. ოლიპიური ჩირაღდნის ანთების ცერემონიას მაყურებელი არ ესწრებოდა. მეჩირაღდნეს ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლები და პოლიცია ახლავს თან. ადამიანებს, რომლებიც მორბენლების შესაგებებლად გამოდიან, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, ხოლო პარაოლიმპიადა - ერთი თვის შემდეგ, 23 აგვისტოს.

კომენტარები