ოლიმპიადა

RHCP, ბილი აილიში, სნუპ დოგი, DR.DRE – ოლიმპიური ჩირაღდანი ლოს-ანჯელესმა გადაიბარა

ენტონი კიდისი, ბილი აილიში, სნუპ დოგი

11 აგვისტოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: როკ ჯგუფმა Red Hot Chilli Peppers, პოპ დივა ბილი აილიშმა, რეპერებმა Snoop Dogg და Dr.Dre.

შემდეგი ოლიმპიადა, 2028 წლის ზაფხულში აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა კალიფორნიელმა არტისტებმაც მიიღეს.

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სანაპიროდან ცერემონიაში პირველი როკ ბენდი Red Hot Chilli Peppers ჩაერთო და ჰიტი Can't Stop შეასრულა.

RHCP-მ სცენა პოპ შემსრულებელ ბილი აილიშს დაუთმო, რომელმაც სიმღერა Birds of Feather შეასრულა.

ლოს-ანჯელესური წარმოდგენა რეპერმა Snoop Dogg-მა დახურა, რომელმაც ჯერ Drop It Like It's Hot შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე დიდი ხნის მეგობარი პროდიუსერი და რეპერი Dr. Dre მიიწვია. წყვილმა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ კომპოზიცია Still D.R.E. შეასრულა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადა კი ფრანგი მომღერლის Yseult-ის მიერ შესრულებული ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერით, My Way-თ დაიხურა.

 

კომენტარები