ვალუტის კურსი

დოლარის კურსი 9 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვაჭრობის შედეგად დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა. 

24 მარტისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3431 ლარია, 1 ევრო 3.9508 ლარი ღირს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი – 4.5809. 1 თურქული ლირა 42 თეთრი ღირს, რაც წელს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უმეტესწილად, ლირის გაუფასურება თურქეთის პრეზიდენტის მიერ ცენტრალური ბანკის მმართველის გათავისუფლებას უკავშირდება. 

საქართველოს ბანკისა და თიბისის ვებგვერდებზე 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3.3550 და 3.3520 ლარად არის შესაძლებელი. 

დოლარის კურსი ამ ნიშნულს ბოლოს 2020 წლის 9 ნოემბერს აცდა, როცა 1 აშშ დოლარი 3.3613 ლარად ივაჭრებოდა. 

კომენტარები