პოლიტიკური კრიზისი

სუბარი ოპოზიციაზე: რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ

რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ. პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ. ქუჩაში შეკრება უნდათ, ვერ ახერხებენ. სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, აქციებს რატომ აწყობენ...

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი ოპოზიციაზე საუბრისას. 

კომენტარები