კომპანია Parler-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ მეტსი, Parler-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
მეტსი კომპანიასა და მის ერთ-ერთ მფლობელს, რებეკა მერკერს სამსახურიდან გაგდებასა და მისი 40%-იანი წილის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.
2021 წლის თებერვალში Parler-ის დირექტორთა საბჭომ მეტსი თანამდებობიდან გადააყენა.
გადაწყვეტილების მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, მეტსის საქმიანობისადმი უკმაყოფილება და სოციალური პლატფორმის წარუმატებლობა გახდა.
Parler-ი Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც, მომხმარებელთა აზრით, დაცულია სიტყვის თავისუფლება და მემარჯვენეთა იდეები.
2020 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ Amazon-მა, Google-მა და Apple-მა სოციალურ პლატფორმას მხარდაჭერა შეუწყვიტეს და Parler-ი დაბლოკეს.
ტექნოლოგიური გიგანტების განმარტებით, Parler-ის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.
Parler-ის წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებებს და ამბობენ, რომ მათი სოციალური პლატფორმა სიტყვის თავისუფლებას იცავს და ეწინააღმდეგება Twitter-ისა და Facebook-ის ცენზურას.
მეტსის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი დირექტორთა საბჭოსთან შეუთანხმებლობა გახდა. მისი თქმით, საბჭოსთვის მიუღებელი იყო მეტსის იდეები სიტყვის თავისუფლებისა და უცენზურო სოციალური პლატფორმის შექმნის შესახებ.