პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი: მკაფიოა სენატორების გზავნილი, რომ ყველაფერი რაც აქ ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო იყო სენატში გამოთქმული მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ზოგადად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი და არის გულშემატკივრობა ქვეყნის, ოღონდ საწყენი და სამწუხაროა, რომ ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, არაერთხელ აღინიშნა, რომ სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. მთავარი პასუხისმგებელი მათ შორის, შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და კომპრომისები უნდა გაკეთდეს, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ეს ეხებოდა არჩევნების შეფასებას და ძალიან მკაფიოდ ითქვა მთელი ნეგატივების შესახებ, რაც უკავშირდებოდა არჩევნებს. სასამართლო სისტემა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, პატიმრების საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის, რომ ყველაფერი ეს, რაც ხდება საქართველოში, არის დემოკრატიული უკუსვლა და ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი იგებს მხოლოდ ამ არეულობით, ვითარებით და პოლიტიკური კრიზისით, შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს, სანამ არის ხელისუფლებაში და შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

ძალიან მკაფიო იყო სწორედ საქართველოს სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებული საკითხი და ეს კავშირი დღეს მიმდინარე პროცესებთან, განსაკუთრებით ეს ეხებოდა პატიმრების საკითხს, პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას და პირდაპირ ითქვა, რომ რაც უფრო მეტ ხანს არიან პოლიტპატიმრები ციხეში ეს არის რუსეთის გამარჯვება...

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენის შესახებ.

კომენტარები