კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 450 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 23 293 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 254 პირი. ჩატარდა 23 293 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.92%.

ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 237 შემთხვევა, აჭარაში - 29, იმერეთში - 51, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 34, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

24 მარტის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების   278 628 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა  270 922 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 722. 

ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 3 958, საიდანაც  1 463 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 180 - კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო 2 315 - ბინაზე.

კორონავირუსით ინფიცირებული 303 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 90 პაციენტი იმყოფება.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები