ვაცინაცია

გამყრელიძე ვაქცინაზე: ძალიან აგრესიული კამპანია არ იყო – მოწოდება გარანტირებული არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაზე "ძალიან აგრესიული კამპანია" არ ყოფილა, რადგან ვაქცინების მოწოდება გარანტირებული არ იყო. 

"საკომუნიკაციო კამპანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო იანვრიდან. მოგეხსენებათ, რომ ძალიან აგრესიული არ იყო ერთი მიზეზის გამო - გარანტირებული ვაქცინების მოწოდება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კოვაქსთან ახლო ურთიერთობა იყო, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო მოწოდების თარიღი. თანდათან ეს კამპანია სულ უფრო აგრესიული ხდება და დარწმუნებული ვარ, გახდება". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამის შესახებ გამყრელიძემ NDI-ის კვლევაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 53% კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35% – აიცრებოდა.


ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაამატა. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

კომენტარები