მეწყერი

გოდოლაძე: მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაო არ უნდა განვითარდეს

რაოდენობრივად შეფასებისას ვამბობთ, რომ მეწყერი მოძრაობს, ეს არის დინამიკაში მოსული და ამის დასაბუთება გვესაჭიროებოდა, თუ რას ნიშნავს მეწყერის მოძრაობა. განვმარტავ, რომ მეწყერის მოძრაობას არყევს ძალიან მნიშნელოვანი ორი სიდიდე, ეს არის მისი გადაადგილების სიჩქარე და აჩქარება. შევეცადეთ, რომ სიჩქარე აეროფოტოგადაღებით გაგვეზომა, რაც შეეხება აჩქარებას, ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო.

[...] აჩქარების პარამეტრი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის გვიჩვენებს, თუ სხეული აჩქარდა, ნიშნავს, რომ სისტემა დაიძრა და ასეთი ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწოლამდე. ახლა სისტემა დაძრულია და მოძრაობს ნელა, 5 სმ-ით დღეში, ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. აუცილებელია, გავამხვილოთ ყურადღება და მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის, ყველა სცენარი უნდა გავითვალისწინოთ. 

[...] გავაკეთეთ ელექტრული პროფილი, რომელმაც დაადასტურა ჩენი ეჭვები იმის შესახებ, რომ სიღრმე, რეალურად, მასაზე მეტია, ანუ მეტია 10 მეტრზე, ჯერ-ჯერობით, ახლა გვაქვს 18 მეტრი. გავიარეთ ამ კუთხითაც კონსულტაცია, მოცულობა უფრო დიდია, ანუ ის, რაც მოტყდა და რაც ხილულია, ეს არ არის რეალური დაძვრის საზღვარი, ამიტომ, ეს ყველაფერი გადავაგზავნეთ ამერიკელ კოლეგებთან და გვითხრეს, რომ აუცილებელია გადამკვეთი პროფილების გაკეთებაც, ჯერ მხოლოდ ერთი მოვასწარით, რადგან საკმაოდ დიდი სამუშაოა, უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და დავიწყებთ უკვე გადამკვეთი პროფილების გაკეთებას, რათა დაახლოებითი ტომოგრაფიული სურათი მივიღოთ წყლის შემცველობისა და მოწყვეტის ზედაპირის იდენტიფიკაციისთვის. 

[...] აუცილებლად უნდა შეფასდეს მეწყრის ტანი მთლიანად, ვიცით, რომ ეს მეთოდი არ არის საკმარისი, მაგრამ მივდივართ იმით, რაც ამჟამად გვაქვს და მიახლოებით რომ ვიცოდეთ, ამ მასაზეა დამოკიდებული როგორი სცენარი განვითარდება. თუ მეტი მასაა, ეს ნიშნავს, რომ არათუ გზაზე, ქვემოთაც ჩავა, ხოლო თუ პატარა მასაა, შეიძლება მისი რეგულაცია. ყველა სცენარი არის განსახილველი.

[...] სამშენებლო ჩარევას რაც შეეხება, არავითარ შემთხვევაში აქ მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა. ეს არის ქრესტომათია, ეს არის ორჯერ ორი - ოთხი, მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაო არ უნდა განვითარდეს, ეს გამოიწვია გზის ჩაჭრამ და ა.შ. ეს არის ყველაზე ცნობილი პრობლემა და ამას ნებისმიერი გეოლოგიც გეტყვით. 

[...] პირველ რიგში, რაც უნდა მოხდეს, ეს არის ყველაფრის მოსუფთავება, განსაკუთრებით, წინ, სადაც ის დაიწყებს უკვე მოძრაობას, სანამ გადაწყვეტილება მიგვიღია, როგორ ვუვლით პროცესს და ეს გადაწყვეტილება ძალიან ჩქარა უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ წვიმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიგერი ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი წვიმა უნდა მოვიდეს, რომ ეს დაძრას. წვიმა არის ყველაზე ბოროტი ადამიანი ახლა ჩვენთვის.

თქვა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერთან დაკავშირებით.

კომენტარები