NATO- საქართველო

სტოლტენბერგი საქართველოზე: ახალი წევრის მიღება NATO-ს გარეთ მყოფი ქვეყნის გადასაწყვეტი არაა

NATO-ს კარი ღიაა და ჩვენ ეს რამდენიმე წლის წინ დავამტკიცეთ ახალი წევრების მიღებით, როგორიცაა მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კარი ღიაა არა თეორიულ შესაძლებლობებში, არამედ სავსებით რეალურად, როდესაც NATO-ს წევრი ქვეყნები თანახმა არიან [ახალი წევრის მიღებაზე]. 

მე რამდენიმე ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს და მასაც იგივე რამ ვუთხარი. NATO მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ძალისხმევას. ჩვენ საქართველოს სხვადასხვაგვარად ვუჭერთ მხარს, რეფორმირებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების ჩათვლით. ჩვენ ასეთ მხარდაჭერას განვაგრძობთ.

მე აშშ-ს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სულმოუქმელად ველი, როდის მივიღებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს NATO-ს საგარეო მინისტრთა შეხვედრაზე, სადაც ერთ-ერთი თემა, რასაც განვიხილავთ, არის რუსეთი. რუსეთი მუდამ თვლის, რომ მას აქვს უფლება რომელიმე ქვეყანას NATO-ში შესვლა აუკრძალოს. ეს სულ ახლახანს კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინას მაგალითით.

NATO-ს გარეთ მყოფი არც ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არაა, გახდება თუ არა სურვილის მქონე ქვეყანა ალიანსის წევრი, ეს ყოველი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, რომ საკუთარი გზა აირჩიონ, საქართველოს, უკრაინის, თუ ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩათვლით. ეს მხოლოდ NATO-ს წევრები და ალიანსში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების გადასაწყვეტია, მეტი არავის. გარედან არავინ უნდა ჩაერიოს ამ დემოკრატიულ პროცესში...

უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, აპირებდა თუ არა იგი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად საქართველოსა და უკრაინის შესახებ საუბარს.  22 მარტს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრა 23-24 მარტს ჩატარდება. ამ მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირველად მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები