პოლიტიკური კრიზისი

ევროკავშირის მინისტრებმა დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს – RFRL

კრისტიან დანიელსონი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს [საკითხი] განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანიელსონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია". – წერს ის. 

18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

19 მარტს კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები