საქართველო-ევროკავშირი

წერეთელი საბანაძეზე: როგორც ჩანს, მისთვის შეუთავსებელი გახდა მთავრობის საგარეო პოლიტიკა

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ევროკავშირში საქართველოს ელჩისა და ქართული მისიის ხელმძღვანელის, ნატა საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, როგორც ჩანს, ელჩისთვის შეუთავსებელი გახდა ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება საგარეო ფონზე ახორციელებს და ეს გახდა მიზეზი, მისი თანამდებობიდან გადადგომის. 

"ასეთ ვითარებაში, როცა მოლაპარაკებები არის ინტენსიური, მართალია, ამ ეტაპზე ჩაშლილი, მაგრამ პროცესი მაინც მიდის, ელჩის გადადგომა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელჩი 8 წელია, ამ სამსახურშია, როგორც ჩანს, ამ მომენტში გახდა შეუთავსებელი ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს საგარეო ფონზე, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან მიმართებაში.

ალბათ, ძალიან ძნელი იყო ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის რაღაცნაირად  შელამაზება, თუ კიდევ უფრო შორს არ წავალთ, რომ ხდება პრაქტიკულად ამ დასავლური ვექტორიდან საკმაოდ დისტანცირება, როგორც ჩანს, ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ის  წავიდა". – ამბობს წერეთელი. 

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე გადადგა. ამის შესახებ საბანაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ნატა საბანაძე 2013 წლიდან იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში. 

კომენტარები