საქართველო-ევროკავშირი

ვაშაძე საბანაძეზე: კრიზისი, ფასადური დემოკრატია აისახება ევროპასთან, აშშ-სთან ურთიერთობაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროკავშირში საქართველოს ელჩისა და ქართული მისიის ხელმძღვანელის, ნატა საბანაძის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, საბანაძის თანამდებობის დატოვება პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაში. 

"თანამდებობა დატოვა ევროპაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში. 

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი ეს უფრო სხვა სამყაროსკენ გაკეთებული ღია არჩევანია, რომლისგანაც თავის დაღწევას ათწლეულებია ვცდილობთ". – გიორგი ვაშაძე.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე გადადგა. ამის შესახებ საბანაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ნატა საბანაძე 2013 წლიდან იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში. 

კომენტარები