საქართველო-ევროკავშირი

დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე: კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირში საქართველოს ელჩისა და ქართული მისიის ხელმძღვანელის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება. დეკანოიძე წერს, რომ ელჩის გადადგომა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. 

"ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ – საქართველოსთვის ევროატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას". – დაწერა დეკანოიძემ

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე გადადგა. ამის შესახებ საბანაძე თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ნატა საბანაძე საქართველოს ელჩი ევროკავშირში 2013 წლიდან იყო.

კომენტარები