პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ჩათვალეთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ვიყოთ

რესურსი უნდა შევქმნათ, ლოდინი არაფერს არ მოიტანს, ეს ლოდინის რეჟიმი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ვადამდელი არჩევნებისთვის მზადების რეჟიმში, ერთი მხრივ, ჩათვალეთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში, მეორე მხრივ, საპროტესტო ტალღის მომზადების კამპანიაში. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე. ჩვენ უბრალოდ საზოგადოების ნაწილი ვართ და მისი სხვადასხვა ჯგუფის თუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მქონე მოქალაქეების. 

იმ მასშტაბის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს, და არა მარტო თბილისში, და უნდა გაგრძელდეს, რომ შეუძლებელი იყოს ამ რეჟიმისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება. კარგ შემთხვევაში, თუ გონიერება ეყოფათ, ვადამდელი უნდა დაინიშნოს, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტი მიშელის მთელი ეს პაკეტი უნდა შესრულდეს. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ისეთი სცენარი წავიდეს, რომელიც არ გვსურს, ოღონდ ამის გამორიცხვასაც სჭირდება ხალხის სწრაფად მობილიზება, რომ შეუძლებელი იყოს ამის აღარ დანახვა ივანიშვილის მხრიდანაც კი...

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში. ოპოზიცია წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის, 15 მაისს აქცია დაიგეგმა.

კომენტარები