რაგბი

ბორჯღალოსნებმა რუსეთი ანგარიშით 23:6 დაამარცხეს

popsport

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 23:6 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა კალინინგრადში რუსეთს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუსით, 23-6 გაიმარჯვეს.

28 მარტს, 15 საათზე ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე რუმინეთს შეერკინებიან. 

რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. თუმცა, ქვეყანაში მოქმედი COVID- 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30% იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები