მეწყერი

გოდოლაძე: მეწყრის ტერიტორიაზე ახალი ბზარებია გაჩენილი

Tea Godoladze / Facebook

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ცნობით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა. ინფორმაციას გოდოლაძე Facebook-ით ავრცელებს. 

"მე ვიმყოფები მაჭავარიანის ქუჩაზე მადაგონის წინა მხარეს, ფერდზე ვართ ასული, ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რომ აქ არის გარკვეული დანაპრალება დაწყებული. ბზარები ჯერ ხავსმოკიდებული არაა და, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზეც უკვე შეინიშნება დაბზარვა. ეს ცალსახად ახალი ბზარებია, იმ კონდიციამდე ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ დროთა განმავლობაში, ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, იმ კონდიციამდე მივალთ.

[...] ბზარები არის გაჩენილი ყველგან და ამას სჭირდება სერიოზული მონიტორინგი". – თქვა გოდილაძემ

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

კომენტარები