მეწყერი

გოდოლაძე: მერია მეცნიერებს მეწყრის ტერიტორიაზე არ გვიშვებს

Tea Godoladze / Facebook

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ გაჩენილი მეწყრის ტერიტორიაზე არ უშვებენ. 

"ჩემზე გაბრაზებული ყოფილა მერია, რატო გვლანძღავსო და ტერიტორიაზე არ მიშვებენ, შენ გენაცვალე, ჩემო ქვეყანავ მეცნიერი ვარ მე!". – წერს გოდოლაძე.

მისივე ცნობით, ადგილზე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი მეცნიერები არიან მისული ტერიტორიის შესასწავლად, თუმცა მათ მერია არ უშვებს.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას თბილისის მერიაში ცდილობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

კომენტარები