კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 422 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 23 169 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 169 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.82%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.52%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 1.49%.  

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

20 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 277 218  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 784 გამოჯანმრთელდა, 3 691 გარდაიცვალა.  

ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც მძიმე პაციენტია 276 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 ადამიანი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში – 4, იმერეთში – 11.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები