არმი ჰამერი

სექსუალური ძალადობის ფაქტზე არმი ჰამერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Deadline

არმი ჰამერის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. ქალმა, სახელად ეფი, მსახიობი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ბრალმდებელის თქმით, 2017 წლის აპრილში ჰამერი მასზე სექსუალურად და ფიზიკურად საათების განმავლობაში ძალადობდა. სქესობრივი აქტის დროს უხეშად ექცეოდა და ერთხელ კედელზე თავი მიარტყმევინა. ეფის თქმით, მსახიობი სოციალურ ქსელში 2016 წელს გაიცნო.

ახლო წარსულში Instagram-ის უცნობმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსახიობთან მიმოწერა, რომელშიც ჰამერი ამბობს, რომ "100%-ით კანიბალია". მიმოწერის გავრცელების შემდეგ მსახიობი ძალადობასა და კანიბალიზმში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. მთავარი ბრალმდებელი იყო მისი ყოფილი მეგობარი ქალი პეიჯ ლორენცი. მისი თქმით, ჰამერმა სხეულზე ასო A ამოაჭრა, ასევე ქალს ნეკნების ქირურგიული გზით ამოღებას სთხოვდა, რათა შემდეგ ამოჭრილი ნეკნები შეებოლა და შეეჭამა, როგორც მოდელი და მოთხილამურე ლორენცი ამბობს, წყვილის დაშორების მიზეზი ნეკნების ამოჭრაზე უარი გახდა. 

მსახიობს სკანდალის გამო ორ დიდ პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია. გარდა ამისა, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა ჰოლივუდის უმსხვილესმა სააგენტო WME-მ. 

თავად მსახიობმა ყველა ბრალდება უარყო და პრესაში დაწყებულ სკანდალს "ნეხვის გროვა" უწოდა.

კომენტარები