არმი ჰამერი

არმი ჰამერი სოციალურ ქსელებში მომხდარი სკანდალის გამო პროექტს ტოვებს

Playlist

არმი ჰამერი მომავალ პროექტ "Shotgun Wedding"-ში მიღებულ როლზე სოციალურ ქსელებში მომხდარი სკანდალის გამო უარს ამბობს.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Sun-მა ჰამერისა და Instagram-ის მომხმარებლის სავარაუდო მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი საკუთარ სექსუალურ პრეფერენციებზე გულახდილად ლაპარაკობდა. ინტერნეტმომხმარებლებმა "შენი სახელით მომმართეს“ ვარსკვლავი კანიბალიზმსა და ძალადობაში დაადანაშაულეს.

"ამ ნეხვზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. უბრალოდ, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ონლაინ შეტევები ხორციელდება, შვილებს ვერ დავტოვებ და დომინიკის რესპუბლიკაში 4 თვით ვერ წავალ, ამიტომაც როლზე უარს ვაცხადებ". – ამბობს მსახიობი.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის ჰამერს ჯეისონ მურის მომავალ რომანტიკულ კომედიაში "Shotgun Wedding", რომელშიც ქალის მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

არმი ჰამერის კარიერა 2006 წელს დაიწყო. პირველი დასამახსოვრებელი როლი მსახიობმა დევიდ ფინჩერის "სოციალურ ქსელში" შეასრულა. საყოველთაო პოპულარობა  მას მოუტანა ფილმმა "შენი სახელით მომმართე".

კომენტარები