კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 23 827 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 827 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 242 ადამიანი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.51%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.  

360 ახალი შემთხვევიდან თბილისში 164 დადასტურდა, აჭარაში - 20, იმერეთში - 71, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 13, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

19 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 276 796  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 626 გამოჯანმრთელდა, 3 683 გარდაიცვალა.  

271 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 125 მკურნალობს, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 პაციენტია, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში კი - 11.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები