პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: ოპოზიციამ მაქსიმუმი გააკეთა, ორივე მხარის ერთნაირად შეფასება მცდარია

უიმედობა არ უნდა შემოგვეპაროს. რეჟიმი დათმობაზე არ მიდის - ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ივანიშვილს რომ არ აინტერესებს - ესეც არ არის ახალი. 

ოპოზიციამ გააკეთა მაქსიმალური ქვეყნისთვის. ორივე მხარის ერთნაირი შეფასება - ძალიან, ძალიან მცდარია. 

რეჟიმზე რა წარმოდგენაც აქვს დასავლეთს - მალე გამოჩნდება. 

დანარჩენი კი რჩება იგივე მოცემულობა - ბრძოლა, ბრძოლა და თავისუფლების მოპოვება. სხვა გზა არც გვქონია.

წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, საკუთარ Facebook გვერდზე.

მედიატორის მონაწილეობით ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრა 9 საათს გრძელდებოდა, ამის მიუხედავად მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება.

კომენტარები