ბრექსიტი

ინტეგრირებული მიმოხილვა - გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის შემდეგ

Vegas Slots Online

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა წარმოადგინა გაერთიანებული სამეფოს ინტეგრირებული მიმოხილვის დასკვნები თავდაცვის, უსაფრთხოების, განვითარების და საგარეო პოლიტიკის შესახებ. მოცემული მიმოხილვა აღწერს ხელისუფლების ხედვას ბრიტანეთის მომავალთან დაკავშირებით ბრექსიტის შემდგომ პერიოდში.

დოკუმენტი ხაზს უვამს სამ ძირითად ეროვნულ საკითხს: სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა - მათ შორის,  დემოკრატია, ადამიანის უფლებებები, კანონის უზენაესობა, გამოხატვის და რწმენის თავისუფლება და თანასწორობა. 

ამასთან ერთდ, დოკუმენტში ხაზგასმულია მომავლის შემდეგი ტრენდები და გამოწვევები, რომლებსაც ბრიტანეთი სამომავლოდ უნდა გაუმკლავდეს:

  • საერთაშორისო წესრიგის ცვლილება, რომელიც ხასიათდება დიდ სახელწმიფო ძალებს შორის კონკურენციის გაზრდით და მსოფლიო ეკონომიკური ცენტის აზიისკენ გადაწევით,
  • კლიმატური ცვლილებები, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც გაერთიანებულ სამეფოზე, ასევე მთლიან სამყაროზე,
  • ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, 
  • ტექნოლოგიების გავლენა, არასახელმწიფოებრივი აქტორების  გაძლიერება, მაგალითად  Apple-ის , Google-ის და Microsoft-ის კაპიტალიზაცია ჯამში აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან მშპ-ს,
  • ახალი ბაზრების სწრაფი ზრდა, რაც ნიშნავს იმას რომ G7-ის წილი მსოფლიოს მშპ-ში იკლებს, 
  • გაზრდილი არასტაბილურობა, რაც უკავშირდება კონფლიქტების მზარდ რაოდენობას.

ინტეგრირებული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა მოერგოს ახლებურ  საერთაშორისო სისტემას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამისათვის  გაერთიანებული სამეფოს ხედვა 2030 წლისთვის მოიაზრებს შემდეგ ნაბიჯებს:

  • სხვადასხვა სახელმწიფოებთან აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს აქტიურ ჩართულობას შორეულ აღმოსავლეთში, 
  •  სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშულებით,
  •  ღია, გამჭვირვალე საერთაშორისო წესრიგის შექმნას,
  • უსაფრთხოების გაძლიერებას, როგორც სახელმწიფოში, ასევე სახელმწიფოს გარეთ. აქცენტი გაკეთებულია ნატოს ფარგლებში კოლექტიური უსაფრთხოების გაზრდასა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალების მოდერნიზაციაზე.

”დიდი ბრიტანეთი შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, პოზიციიდან. ჩვენ უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაში, რომელშიც ღია საზოგადოებები და ეკონომიკა კვლავ აყვავდება და ეკონომიკური განვითარებიდან მიღებული სარგებელი გაზიარებული იქნება თავისუფალი ვაჭრობისა და გლობალური ზრდის საშუალებით.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ სიტყვის, აზრისა და არჩევანის  და, შესაბამისად, ინოვაციების  თავისუფლება თავისთავად იძლევა უპირატესობას; და რომ ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზრები კაცობრიობის სოციალური და ეკონომიკური წინსვლის საუკეთესო მოდელად რჩება". - ამბობს ბორის ჯონსონი.

კომენტარები