ბრექსიტი

ბრიტანეთი ბრექსიტს საგადასახადო შეღავათით ხვდება

დღეს, ლონდონის დროით საღამოს 11 საათზე გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი ევროკავშირის დატოვების შემდეგ მყისიერ საგადასახადო შეღავათს გამოაცხადებს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონი აპირებს, ეროვნული დაზღვევის გადასახადის მინიმალური მარჟა 8 626 ფუნტიდან 9500 ფუნტამდე აწიოს. შეღავათი 31 მილიონ ბრიტანელს შეეხება.

ევროკავშირიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანას მიმართავს, ხოლო დაუნინგის ქუჩა ბრიტანული დროშის ფერებში განათდება.

იქამდე კი ჯონსონმა კაბინეტის სხდომა სანდერლენდში გამართა - 2016 წლის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისას, პირველი სწორედ სანდერლენდში გასვლის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი.

კომენტარები