ვაქცინაცია

ტიკარაძე ახალციხეში მომხდარზე: კონსილიუმი გადაწყვეტს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას

პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, აქაც ჩვენ გვაქვს დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ, ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00-ზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით - 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში გვერდითი მოვლენა განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, " ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას".

კომენტარები