პოლიტიკური კრიზისი

მედიატორების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები 18 მარტს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. იქამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ელჩებთან ერთად, ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაში 17 მარტსაც გაიმართა, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები