სომხეთი

ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. წერს ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ზე .

"დასრულდა ჩემი შეხვედრა ფრაქცია აყვავებული სომხეთის ლიდერ გარიკ ცარუკიანთან. შეხვედრის დროს ჩვენ ვთქვით, რომ შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრაქცია ჩემს ნაბიჯთან და ფრაქცია ნათელი სომხეთის ლიდერ ედმონ მარუქიანთან ჩემი შეხვედრების გათვალისწინებით ვადამდელი არჩევნები ამა წლის 20 ივნისს გაიმართება". – წერს ფაშინიანი.


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ნიკოლ ფაშინიანის და სომხეთის გენშტაბს შორის დაპირისპირების ფონზე წამოიჭრა. ოპოზიციასა და ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება ოპოზიციას პრემიერმინისტრმა შესთავაზა. თუმცა თავდაპირველად ფაშინიანი და ოპოზიციური პარტია ნათელი სომხეთის ლიდერი ედმონ მარუქიანი 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ ვერ შეთანხმდნენ

ფაშინიანსა და გენშტაბთან შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა შტაბის მეთაურის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინაინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნას ხელი მოაწერა გენშტაბის თავმჯდომარემ, ონიკ გასპარიანმა. ფაშინიანმა გენშტაბის მოქმედებები სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები