კორონავირუსი საქართველოში

1-ელი აპრილიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება

commersant.ge

1-ელი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს და კინოთეატრებს.  ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

ხვალიდან, 19 მარტიდან, კვების ობიექტებში, ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება.  

ასევე, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე სტადიონზე მაყურებელთა 30%-ს დაუშვებენ. 

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია.

კომენტარები