კორონავირუსი საქართველოში

ხვალიდან, 19 მარტიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება

at.ge

ხვალიდან, 19 მარტიდან, კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება. თქვეს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ ბავშვთა გასართობ ცენტრებს და კინოთეატრებს. 

ასევე, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე სტადიონზე მაყურებელთა 30%-ს დაუშვებენ. 

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია.

კომენტარები